Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი 10th, 2010

მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში პატრიარქატია(მართველობა მამის ხაზით)  გამეფებული,სხვა და სხვა ეპოქაში განსხვავებული დონის როლი ჰქონდათ ამ საზოგადოებაში ქალებს,თუმცა ყოველთვის მეორე პლანზე იყვნენ მამაკაცების შემდეგ თითქმის ყველა სფეროში,და მათი უფლებებიც შესაბამისად გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე მამრების,ხშირად ქალები მათი ”მსახურებიც” იყვნენ,ბევრს საუბრობენ თუ რამ
განაპირობა ქალთა როლის ასეთი განსაზღვრა საზოგადოებაში,ბევრი ამაში მამაკაცებს ადანაშაულებს,უფროსწორად მათ მენტალურ პოლიტიკას.თუმცა ვისაც ისტორიის არ
სჯერა  დღევანდელობამაც დაამტკიცა ქალთა სისუსტე,დღეს როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ქალის როლი მნიშვნელოვანი გახდა და მათ საპროტესტო არც თუ ისე ბევრი რამ დარჩათ,ნათლად ჩანს რომ ისინი მამაკაცზე ნაკლებ განვითარებულნი და ნაკლებ მოაზროვნენი არიან,არავითარი ფილოსოფიური მიდგომა არ სჭირდება ამ საკითხს ვისაც ნამდვილად უნდა დანახვა და ოდნავ მაინც ობიექტურად საზღვრავს ფაქტებს ეს სავსებით ნათელია.მე არ ვამბობ რომ ისინი ბუნებითად  ნაკლებ საჭირონი არიან,ან ნაკლები უფლებები აქვთ,არა უბრალოდ როგორც ზემოთ აღვნიშნე აზროვნებით ბევრად ჩამორჩებიან მათ(ფიზიკურ ძალაზე ალბათ ლაპარაკიც არ ღირს).
რაც შეეხება უშუალოდ ფემინიზმს,მის ჩამოყალიბებას,განვლილ გზას და მომავალს.
ტერმინი ”ფემინიზმი” პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოიყენეს,თუმცა მისი ყოველდღიურ სასაუბრო ტერმინად ქცევა მეოცე საუკუნეში მოხდა,განსაკუთრებით აქტუალური კი 60 იანი წლებიდან გახდა,როდესაც ფემინიზმის ეგრედწოდებული მეორე ტალღა აგორდა.”ქალებს სქესის გამო აქვთ შეზღუდვები,მათი მოსპობა შეიძლება და ისინი უნდა მოისპოს” აი ფემინისტთა იდეა.ისინი ამ ”ბრძოლის” დასაწყისში იმ მოთხოვნებით გამოდიოდნენ რაც დღეს ჩვეულებრივ უფლებათ მიაჩნია თითოეულ ადამიანს.საარჩევნო ხმის უფლება,განათლების და გარკვეული სახის სამსახურის უფლება,აბორტების ლეგალიზაცია…და მოკლედ ქალთა როლის გაზრდა საზოგადოებაში.თუმცა მათი მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ელემენტალური ბიოლოგიური მარტივი დაყოფის ფაქტორი იყო,ისინი თვლიდნენ რომ ქალს არ შეეფერებოდა და ვერ შეძლებდა ისეთ რამეს რასაც მამაკაცი აკეთებდა.
ფემინიზმის პირველი ნიშნები გაცილებით ადრეც გამოჩნდა ვიდრე ამ ტერმინის გამოყენება მოხდებოდა,თუმცა ძირითადად ეს ინდივიდთა ნაშრომებით გამოიხატებოდა და არა ზოგადი აზრით.ძველ ჩინეთსა და საბერძნეთში,შუა საუკუნის იტალიაში(Christine de pisan,book of the city of ladies).მეცხრამეტე საუკუნეში ქალთა მოძრაობა გააქტიურდა აშშ ში და შემდგომ დიდ ბრიტანეთში.პირველად საარჩევნო ხმის უფლება ქალებმა მიიღეს ახალ ზელანდიაში 1893 წელს,დიდ ბრიტანეთში 1918 წელს, აშშ ში 1920 წელს.საარჩევნო ხმის უფების მიღებამ თითქოს ქალთა მოძრაობას მიზანი წაართვა და ფაქტიურად ფემინისტთა პირველი ტალღა დასრულდა.
თუმცა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ის კვლავ გააქტიურდა,ქალები მიხვდნენ რომ პოლიტიკური უფლებების მიღებამ მათი პრობლემები ვერ გადაჭრა.ისინი ახლა გაცილებით რადიკალურები გახდნენ და სოციალური რევოლუციის მოსურნენი შეიქნენ,და სამოცდაათიან წლებში მათი ჩამოყალიბებული ”იდეოლოგია” დაუპირისპირდა ტრადიციულ პოლიტიკურ ფუნდამენტურ დასკვნებს.ოთხმოცდაათიან წლებში კი მათი რადიკალურობა დასრულდა ისინი მიხვდნენ რომ მათ უკვე საკმაო უფლებები ჰქონდათ და თუ ისინი მაინც მეორე პლანზე იყვნენ ეს მათი უსუსურობის შედეგი იყო და არა მამაკაცების.
შემდგომ უკვე წარმოიშვა ფემინისტთა ისეთი დაჯგუფებები როგორებიცაა:
პოსტმოდერნული ფემინიზმი,ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი,შავკანიანთა ფემინიზმი(ეს დაჯგუფება ალბათ შავკანიან მამაკაცთა გიგანტურ პენისებს აპროტესტებდა),ლეზბიანური ფემინიზმი(K) და ა.შ.
საერთოდაც ფემინიზმი როგორც ასეთი პოლიტიკური იდეოლოგია აღიარებული არაა,უმეტესობას ის მარქსიზმისა და ლიბერალიზმის ერთერთ განშტოებად მიაჩნია.
თემის ბოლოს კვლავ ჩემ აზრს დავაფიქსირებ,შეიძლება ჩემი ბევრი ნათქვამი ქალთა დისკრიმინაციის მცდელობად აღიქმებოდეს,მაგრამ ასე არაა.კიდევ ვიმეორებ აზოვნება და ფიზიკური ძალა აი ეს არის მამაკაცთა პლიუსი.მე არ ვაკნინებ ქალთა როლს მეტიც მე ჩემი დედრობითი სქესის მეგობრები გაცილებით მეტად მიყვარს და მათთვის მეტის გამკეთებელი ვარ ვიდრე მამრობითის,თუმცა მათგან იგივეს არ მოველი და არც მწყინს ეს.ყველას და ყველაფერს თავის ადგილი აქვს ამ სამყაროში,შეიძლება ოდესღაც ყველაფერი შეიცვალოს შეიძლება არა.

ქუჯი

Read Full Post »