Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ფემინიზმი

მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში პატრიარქატია(მართველობა მამის ხაზით)  გამეფებული,სხვა და სხვა ეპოქაში განსხვავებული დონის როლი ჰქონდათ ამ საზოგადოებაში ქალებს,თუმცა ყოველთვის მეორე პლანზე იყვნენ მამაკაცების შემდეგ თითქმის ყველა სფეროში,და მათი უფლებებიც შესაბამისად გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე მამრების,ხშირად ქალები მათი ”მსახურებიც” იყვნენ,ბევრს საუბრობენ თუ რამ
განაპირობა ქალთა როლის ასეთი განსაზღვრა საზოგადოებაში,ბევრი ამაში მამაკაცებს ადანაშაულებს,უფროსწორად მათ მენტალურ პოლიტიკას.თუმცა ვისაც ისტორიის არ
სჯერა  დღევანდელობამაც დაამტკიცა ქალთა სისუსტე,დღეს როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ქალის როლი მნიშვნელოვანი გახდა და მათ საპროტესტო არც თუ ისე ბევრი რამ დარჩათ,ნათლად ჩანს რომ ისინი მამაკაცზე ნაკლებ განვითარებულნი და ნაკლებ მოაზროვნენი არიან,არავითარი ფილოსოფიური მიდგომა არ სჭირდება ამ საკითხს ვისაც ნამდვილად უნდა დანახვა და ოდნავ მაინც ობიექტურად საზღვრავს ფაქტებს ეს სავსებით ნათელია.მე არ ვამბობ რომ ისინი ბუნებითად  ნაკლებ საჭირონი არიან,ან ნაკლები უფლებები აქვთ,არა უბრალოდ როგორც ზემოთ აღვნიშნე აზროვნებით ბევრად ჩამორჩებიან მათ(ფიზიკურ ძალაზე ალბათ ლაპარაკიც არ ღირს).
რაც შეეხება უშუალოდ ფემინიზმს,მის ჩამოყალიბებას,განვლილ გზას და მომავალს.
ტერმინი ”ფემინიზმი” პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოიყენეს,თუმცა მისი ყოველდღიურ სასაუბრო ტერმინად ქცევა მეოცე საუკუნეში მოხდა,განსაკუთრებით აქტუალური კი 60 იანი წლებიდან გახდა,როდესაც ფემინიზმის ეგრედწოდებული მეორე ტალღა აგორდა.”ქალებს სქესის გამო აქვთ შეზღუდვები,მათი მოსპობა შეიძლება და ისინი უნდა მოისპოს” აი ფემინისტთა იდეა.ისინი ამ ”ბრძოლის” დასაწყისში იმ მოთხოვნებით გამოდიოდნენ რაც დღეს ჩვეულებრივ უფლებათ მიაჩნია თითოეულ ადამიანს.საარჩევნო ხმის უფლება,განათლების და გარკვეული სახის სამსახურის უფლება,აბორტების ლეგალიზაცია…და მოკლედ ქალთა როლის გაზრდა საზოგადოებაში.თუმცა მათი მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ელემენტალური ბიოლოგიური მარტივი დაყოფის ფაქტორი იყო,ისინი თვლიდნენ რომ ქალს არ შეეფერებოდა და ვერ შეძლებდა ისეთ რამეს რასაც მამაკაცი აკეთებდა.
ფემინიზმის პირველი ნიშნები გაცილებით ადრეც გამოჩნდა ვიდრე ამ ტერმინის გამოყენება მოხდებოდა,თუმცა ძირითადად ეს ინდივიდთა ნაშრომებით გამოიხატებოდა და არა ზოგადი აზრით.ძველ ჩინეთსა და საბერძნეთში,შუა საუკუნის იტალიაში(Christine de pisan,book of the city of ladies).მეცხრამეტე საუკუნეში ქალთა მოძრაობა გააქტიურდა აშშ ში და შემდგომ დიდ ბრიტანეთში.პირველად საარჩევნო ხმის უფლება ქალებმა მიიღეს ახალ ზელანდიაში 1893 წელს,დიდ ბრიტანეთში 1918 წელს, აშშ ში 1920 წელს.საარჩევნო ხმის უფების მიღებამ თითქოს ქალთა მოძრაობას მიზანი წაართვა და ფაქტიურად ფემინისტთა პირველი ტალღა დასრულდა.
თუმცა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ის კვლავ გააქტიურდა,ქალები მიხვდნენ რომ პოლიტიკური უფლებების მიღებამ მათი პრობლემები ვერ გადაჭრა.ისინი ახლა გაცილებით რადიკალურები გახდნენ და სოციალური რევოლუციის მოსურნენი შეიქნენ,და სამოცდაათიან წლებში მათი ჩამოყალიბებული ”იდეოლოგია” დაუპირისპირდა ტრადიციულ პოლიტიკურ ფუნდამენტურ დასკვნებს.ოთხმოცდაათიან წლებში კი მათი რადიკალურობა დასრულდა ისინი მიხვდნენ რომ მათ უკვე საკმაო უფლებები ჰქონდათ და თუ ისინი მაინც მეორე პლანზე იყვნენ ეს მათი უსუსურობის შედეგი იყო და არა მამაკაცების.
შემდგომ უკვე წარმოიშვა ფემინისტთა ისეთი დაჯგუფებები როგორებიცაა:
პოსტმოდერნული ფემინიზმი,ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი,შავკანიანთა ფემინიზმი(ეს დაჯგუფება ალბათ შავკანიან მამაკაცთა გიგანტურ პენისებს აპროტესტებდა),ლეზბიანური ფემინიზმი(K) და ა.შ.
საერთოდაც ფემინიზმი როგორც ასეთი პოლიტიკური იდეოლოგია აღიარებული არაა,უმეტესობას ის მარქსიზმისა და ლიბერალიზმის ერთერთ განშტოებად მიაჩნია.
თემის ბოლოს კვლავ ჩემ აზრს დავაფიქსირებ,შეიძლება ჩემი ბევრი ნათქვამი ქალთა დისკრიმინაციის მცდელობად აღიქმებოდეს,მაგრამ ასე არაა.კიდევ ვიმეორებ აზოვნება და ფიზიკური ძალა აი ეს არის მამაკაცთა პლიუსი.მე არ ვაკნინებ ქალთა როლს მეტიც მე ჩემი დედრობითი სქესის მეგობრები გაცილებით მეტად მიყვარს და მათთვის მეტის გამკეთებელი ვარ ვიდრე მამრობითის,თუმცა მათგან იგივეს არ მოველი და არც მწყინს ეს.ყველას და ყველაფერს თავის ადგილი აქვს ამ სამყაროში,შეიძლება ოდესღაც ყველაფერი შეიცვალოს შეიძლება არა.

ქუჯი

Advertisements

ეკოლოგიზმი

ტერმინი ”ეკოლოგია”  ნაწარმოებია ბერძნულისიტყვიდან oikos რაც სახლს,საცხოვრებელ გარემოს ნიშნავს.ეს სიტყვა შექმნა გერმანელმა ზოოლოგმა ერნსტ ჰეკელმა.მეოცე საუკუნის  დასაწყისში ეკოლოგია ბიოლოგიის ერთერთ დარგად იქნა აღიარებული,შემდგომ ის თანდათან პოლიტიკურ ტერმინად გადაიქცა ”მწვანეთა” მიერ ამ ტერმინის ხშირი გამოყენების გამო.
პირველი მწვანეთა გაერთიანება გერმანიაში ჩამოყალიბდა,შემდგომ კი ეს სახელი ბევრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო.მწვანეთა პარტიების ჩამოყალიბება და საერთოდ ეკოლოგიზმის პოპულარიზაცია დიდ წილად განაპირობა ქვეყნების ინდუსტრიალიზაციამ,ბევრი მოაზროვნე,მწერალი თუ უბრალოდ მოქალაქე პროპაგანდას უწევდა ბუნების და ადამიანის სიახლოვეს და ურბანიზაციის ასეთი განვითარების პირობებში
კაცობრიობის განადგურებას წინასწარმეტყველებდა.მეოცე საუკუნის 60 – 70 იან წლებში მწვანეთა პარტიები თუ ორგანიზაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ,წამოიჭრა ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები,მეოცე საუკუნის 80 იან წლებში ეკოლოგიურმა პრობლემებმა წამყვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო პოლიტიკაში რაც მწვანეთა პარტიების დამსახურებაა.
ეკოლოგისტები აკრიტიკებენ ყველა ტრადიციულ პოლიტიკურ აზროვნებას და ადამიანებს ბუნების დამპყრობლებს უწოდებენ.ისინი არ იყოფიან არც მემარჯვენეებად და არც მემარცხენეებად, მათი დევიზია ”არც მარცხნივ , არც მარჯვნივ,არამედ წინ”.
მწვანეთა მოძრაობის ძირითად პრინციპს ”ეკოლოგია” წარმოადგენს.ეკოლოგია ნიშნავს ორგანიზმების შესწავლას მათსავე ბუნებრივ გარემოში.მცენარეები არსებობენ თვითრეგულირებად ბუნებრივ სისტემებში რომელთაც ეკოსისტემები ეწოდება ის შედგება სულიერი და უსულო ელემენტებისგან.ეკოლოგისტები განსხვავებულად საუბრობენ ადამიანის როლზე ბუნებაში,ერთი მხარე უფრო ბუნებაზეა ორიენტირებული და მეორე უფრო ადამიანზე.
”ჰოლიზმი” 1926 წელს შექმნა იან სმუტსმა,ეს მოძღვრება ამბობს რომ ბუნება უნდა იქნეს გაგებული როგორც მთლიანი,ერთიანი და არა ცალკეულ ნაწილებად,ის მეცნიერებას ადანაშაულებდა რომ ბუნებას ყოფდა და აწვრილმანებდა,და თვლიდა რომ მას მხოლოდ როგორც ერთიანს ჰქონდა მნიშვნელობა.მეოცე საუკუნის ფიზიკოსებმა კი სამყარო როგორც
სისტემების ქსელი,შემოგვთავაზეს.
აღსანიშნავია რელიგიების დამოკიდებულება ბუნებასთან,უძველესი პრიმიტიული რელიგიები ფაქტიურად ბუნებაზე და ბუნების ძალების თაყვანისცემაზე იყო დამოკიდებული,
ბერძნულ მითოლოგიაში კი ”დედა-მიწა” თვითონ როგორც ცოცხალი არსებაა წარმოდგენილი.
თანამედროვეობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის თეორიები.მართალია უახლოეს მომავალში ეს დედამიწას არ ემუქრება მაგრამ ადრე თუ გვიან ეს პრობლემა მწვავედ დადგება.კენეტ ბოულდინგმა წარმოადგინა ასეთი მეტაფორა ”დედა-მიწა კოსმოსური ხომალდი” ეს ავტორი დედამიწის რესურსების ამოწურვაზე საუბრობს.
ძალიან ბევრი ეკოლოგიზმის ქვე მიმდინარეობა არსებობს და არ დავიწყებ სათითაოდ მათ განხილვას,ეს იდეოლოგია ძალიან ბევრ სხვა იდეოლოგიასთანაა შერწყმული.ეკოლოგიზმი უფრო მეტად უტოპიურია ვიდრე რეალისტური მისი მოთხოვნათა მასშტაბებიდან გამომდინარე,რაც არ ეხმიანება თანამედროვე ცხოვრების წესსა თუ რითმს თუმცა ზოგადი გადმოსახედიდან,არის მასში ძალიან ბევრი კარგი და დადებითი.

ქუჯი

რელიგიური ფუნდამენტალიზმი

ტერმინი ”ფუნდამენტალიზმი” ლათინურია და საფუძველს ნიშნავს.პირველი გამოყენება ამ ტერმინის მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა პროტესტანტების მიერ.
1910-1913 წლებში გამოვიდა ევანგელისტი პროტესტანტების პამფლეტთა ციკლი The fundamentals,რომელიც ბიბლიის სიტყვა სიტყვით უტყუარ განმარტებას ქადაგებდა.
დღესდღეობით ეს ტერმინი მსოფლიოს ყველა ძირითად რელიგიასთან ასოცირდება.
და ახასიათებს გაცილებით დიდი და მაშტაბური მიზანი ვიდრე პირვანდელია.ეს რაც შეეხება უშუალოდ ჩამოყალიბებას.ახლა კი განვიხილავ ჩემი  (და არამარტო ჩემი) თვალით დანახულ რელიგიურ ფუნდამენატალიზმს.თუ ამ იდეოლოგიის მოქმედების საშუალებებს და მიზნებს დავუკვირდებით მას შორეულ წარსულში მივყავართ,თუნდაც ჯვაროსნული ლაშქრობები,ან თუნდაც მუსულმანთა მიერ წარმართული ომები ფაქტიურად თავიანთი რელიგიების გასავრცელებლად თუ დასაცავად იყო წარმართული.და საერთოდაც ისტორია იმდენადაა გადაჯაჭვული რელიგიასთან რომ ალბათ სახელმწიფოს წარმოშობიდან დღემდე არსებულ ისტორიას რელიგიების ომი შეიძლება ეწოდოს.უბრალოდ მაშინ ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა.რაც შეეხება მეოცე საუკუნეს,ამ დროსაც საკმაოდ წინ წამოიჭრა ეს თემა,ამ იდეოლოგიის არსიდან გამომდინარე მას მსოფლიო წესრიგის მტრადაც კი იხსენიებდნენ (ძირითადად ისლამურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმს).ალბათ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ყველაზე უფრო რადიკალური და აგრესიული იდეოლოგიაა ფაშიზმთან ერთად,და საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ქმედება ღმერთის სახელით ხდება და ვინაიდან ღვთის განგება “შეუცნობელია” 
არ ჭირს ამ ქმედებათა გამართლება.თუმცა ამ იდეოლოგიის ასე ერთი ხელის მოსმით უარყოფითი დამოკიდებულებაც არ იქნება მართებული.წარმოვიდგინოთ ერთი მაგალითი საბჭოთა კავშირი და აშშ, ორი სუპერ სახელმწიფო,ერთი სოციალისტური სადაც ღმერთს ფაქტობრივად უარყოფენ,და მეორე კაპიტალისტური სადაც ღმერთს არ ებრძვიან მაგრამ არც დიდად წყალობენ, რადგან მოცემულ დროს მოგება არ მოაქვს.ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია მორწმუნე ადამიანს გაუჩნდება პროტესტი და თუ შინაგანი წინააღმდეგობის ძალაც გააჩნია, აგრესიაზეც არ დაიხევს უკან.ეს კარგად იცოდნენ მუსულმანმა ლიდერებმა და არ გაჭირვებიათ მათი ეშმაკად წოდება.რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამარჯვების ნათელი მაგალითია აიათოლა ხომეინი რომელიც 1979 წელს მოვიდა სათავეში სახალხო რევოლუციის გზით და ქვეყანა ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა,ამან ბიძგი მისცა სხვა ისლამურ დაჯგუფებათა გააქტიურებას და შედეგად მუსლიმანურმა საძმომ მოკლა ეგვიპტის პრეზიდენტი სადათი ასევე მთელ რიგ ისლამურ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა მთავრობებზე და გარკვეულ კანონთა შემოღება აიძულა.აღსანიშნავია თალიბთა მართველობა 1997 – 2001 წლებში რომელიც აშშ მ დაამხო და დღემდე მიმდინარეობს იქ შეიარაღებული დაპირისპირება.ფართო მაშტაბიან ომების გარდა მუსულმან მებრძოლთა მთავარი იარაღი ტერორისტული აქტებია.რაც საღვთო ომის სახელით კეთდება.ქრისტიან ფუნდამენტალისტთა კომფლიქტთა შორის აღსანიშნავია ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი სამოქალაქო ომი აქ რელიგიური  ფუნდამენტალიზმი  ნაციონალიზმში იყო აღრეული და ირლანდიის გაერთიანებას რომისა და კათოლიკეების გამარჯვებად აიგივებდა.ასევე ძლიერია ეს იდეოლოგია აშშ ში სადაც 60 მილიონამდე ადამიანი თავს მორწმუნედ თვლის.
აღსანიშნავია ასევე სიონიზმი რომელიც მოძრაობაა ებრაელთა სახელმწიფოს დასაარსებლად.
ბუდიზმი ყველაზე ნაკლებად არის ამ იდეოლოგიის გამომხატველი,მაგრამ მაინც არსებობენ ნაციონალისტური იდეებით აღჭურვილი ხალხი რომლებიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერები არიან,აღსანისნავია კომფლიქტები შრი ლანკაში რომელშიც ”თავისუფლების სახალხო ფრონტი” და ”ტამილელი ვეფხვები” მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება ამ იდეოლოგიის მომავალს,ჩემი აზრით რელიგიური ფუნდამენტალიზმი იქნება მანამდე ვიდრე თუნდაც ორი ჭეშმარიტი(თავისი რელიგიის თავგადაკლული) მორწმუნე იარსებებს.

ქუჯი

ლიბერალიზმი

ტერმინი „ლიბერალიზმი“ მეთოთხმეტე საუკუნიდან გამოიყენება,ლიბერ თავისუფალ ადამიანთა კლასს ნიშნავდა, თუმცა ვნახავთ რომ დროთა განმავლობაში მისი „მნიშვნელობა“ გაცილებით მრავალფეროვანი გახდება (რა თქმა უნდა თარგმანის დონეზე შეცვლა არ იგულისხმება).
ამ იდეოლოგიის ამოსავალი წერტილი თანასწორობის და ინდივიდის მნიშვნელობის აღიარება და „დაფასებაა“ რაც სხვათათვის მაშინ წარმოუდგენელიც კი იყო.რა თქმა უნდა გავიდა დრო და მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზარდა და შეიცვალა ,ლიბერალიზმი დღესდღეობით უმეტესობაში დადებით ემოციებს იწვევს,ბევრი სხვა იდეოლოგიისგან განსხვავებით,თუმცა მე პირადად (რა თქმა უნდა არამარტო მე)ლიბერალიზმის მერყევ ბუნებას არასანდოდ მივიჩნევ.თავისთავად ეს იდეოლოგია თითქოს ყველა კეთილშობილი ადამიანისთვის ახლობელი და „შინაგანი“ უნდა იყოს მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა ვხედავთ რომ ბევრი მოწინაამღდეგე ჰყავს,თუნდაც სხვა იდეოლოგიების სახით, შესაძლებელია და ალბათ ასეცაა რომ „სხვები“ (იდეოლოგიები) მასში ხედავენ მტერს,საშიშ მტერს ხალხის „გადაგვარებისთვის“.თავისუფლება ყოველთვის საშიშია გაურკვეველ მონურ იდეებზე აწყობილი სახელმწიფოთათვის,სადაც ხშირ შემთხვევაში ინდივიდი არაფერს წარმოადგენს.ასევე ხშირი დაპირისპირება უწევდა (და დღესაც კი უწევს) ლიბერალიზმს იმ ტრადიციების „მოყვარულ“ ქვეყნებთან ,რომელთაც ლიბერალიზმის ტრადიცია არ უყვარდათ ან არ უყვართ,მართლაც ძნელი გააგებინო თუნდაც ქართველს რატომაა „კარგი“ეს იდეოლოგია როდესაც ამ იდეოლოგიის ძირი არ გვაქვს,უბრალოდ არ გვიცხოვრია ასე.დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ლიბერალურ იდეებზე გაზრდილი
და ლიბერალურ დემოკრატიად იწოდებიან.“ლიბერალური დემოკრატია“ ერთი შეხედვით ეს ორი ცნება ერთმანეთს ეწინააღმდეგება დემოკრატია ხომ უმრავლესობის წყობილებაა,თუ მმართველი უმრავლესობაა,ლიბერალიზმის მთავარი კოზირი ინდივიდუალიზმი რა თქმა უნდა იკარგება,მაგრამ ლიბერალიზმის კიდევ ერთი თვისებაა „დრეკადობაა“, თუ მოგვინდება უარყოფითი თვისება ვთქვათ ვიტყვით „მერყევს“, თუ დადებითი გვსურს „დრეკადს“.სოციალიზმი,ფაშიზმი,კონსერვატიზმი ლიბერალიზმს ყველა უარყოფითად უყურებს ეს იდეოლოგიიები უკიდურესობებისკენ იხრებიან ისინი არ არიან შემწყნარებლები და თავიანთი იდეალიზმი ყველაზე მაღლა ყავთ დაყენებული,ამ თვისებებიდან გამოდინარე გასაგებია თუ რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება,რაც პირადად მე მათში ღირსების გრძნობის დანახვას მაიძულებს , რატომ არ ვიცი.ამიტომ ვფიქრობ რომ ლიბერალიზმი არის ადამიანის კარგი თვისება,მაგრამ როგორც იდეოლოგია ჩემში არ იწვევს დიდ პატივისცემას.ვფიქრობ რომ პირველ რიგში იდეოლოგია იდეალისტური უნდა იყოს უნდა ქონდეს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება მაგრამ შენ ეს თისებები არ უნდა გაინტერესებდეს რადგან მიზანი დიადი იქნება…

ქუჯი

გამარჯობა,ყველას ვინც ოდესმე ამ ბლოგს ეწვევა
უბრალოდ ვიჯექი არ ვიცოდი რა მექნა და ასე გადავწყვიტე…