Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი 8th, 2010

ტერმინი ”ეკოლოგია”  ნაწარმოებია ბერძნულისიტყვიდან oikos რაც სახლს,საცხოვრებელ გარემოს ნიშნავს.ეს სიტყვა შექმნა გერმანელმა ზოოლოგმა ერნსტ ჰეკელმა.მეოცე საუკუნის  დასაწყისში ეკოლოგია ბიოლოგიის ერთერთ დარგად იქნა აღიარებული,შემდგომ ის თანდათან პოლიტიკურ ტერმინად გადაიქცა ”მწვანეთა” მიერ ამ ტერმინის ხშირი გამოყენების გამო.
პირველი მწვანეთა გაერთიანება გერმანიაში ჩამოყალიბდა,შემდგომ კი ეს სახელი ბევრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო.მწვანეთა პარტიების ჩამოყალიბება და საერთოდ ეკოლოგიზმის პოპულარიზაცია დიდ წილად განაპირობა ქვეყნების ინდუსტრიალიზაციამ,ბევრი მოაზროვნე,მწერალი თუ უბრალოდ მოქალაქე პროპაგანდას უწევდა ბუნების და ადამიანის სიახლოვეს და ურბანიზაციის ასეთი განვითარების პირობებში
კაცობრიობის განადგურებას წინასწარმეტყველებდა.მეოცე საუკუნის 60 – 70 იან წლებში მწვანეთა პარტიები თუ ორგანიზაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ,წამოიჭრა ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები,მეოცე საუკუნის 80 იან წლებში ეკოლოგიურმა პრობლემებმა წამყვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო პოლიტიკაში რაც მწვანეთა პარტიების დამსახურებაა.
ეკოლოგისტები აკრიტიკებენ ყველა ტრადიციულ პოლიტიკურ აზროვნებას და ადამიანებს ბუნების დამპყრობლებს უწოდებენ.ისინი არ იყოფიან არც მემარჯვენეებად და არც მემარცხენეებად, მათი დევიზია ”არც მარცხნივ , არც მარჯვნივ,არამედ წინ”.
მწვანეთა მოძრაობის ძირითად პრინციპს ”ეკოლოგია” წარმოადგენს.ეკოლოგია ნიშნავს ორგანიზმების შესწავლას მათსავე ბუნებრივ გარემოში.მცენარეები არსებობენ თვითრეგულირებად ბუნებრივ სისტემებში რომელთაც ეკოსისტემები ეწოდება ის შედგება სულიერი და უსულო ელემენტებისგან.ეკოლოგისტები განსხვავებულად საუბრობენ ადამიანის როლზე ბუნებაში,ერთი მხარე უფრო ბუნებაზეა ორიენტირებული და მეორე უფრო ადამიანზე.
”ჰოლიზმი” 1926 წელს შექმნა იან სმუტსმა,ეს მოძღვრება ამბობს რომ ბუნება უნდა იქნეს გაგებული როგორც მთლიანი,ერთიანი და არა ცალკეულ ნაწილებად,ის მეცნიერებას ადანაშაულებდა რომ ბუნებას ყოფდა და აწვრილმანებდა,და თვლიდა რომ მას მხოლოდ როგორც ერთიანს ჰქონდა მნიშვნელობა.მეოცე საუკუნის ფიზიკოსებმა კი სამყარო როგორც
სისტემების ქსელი,შემოგვთავაზეს.
აღსანიშნავია რელიგიების დამოკიდებულება ბუნებასთან,უძველესი პრიმიტიული რელიგიები ფაქტიურად ბუნებაზე და ბუნების ძალების თაყვანისცემაზე იყო დამოკიდებული,
ბერძნულ მითოლოგიაში კი ”დედა-მიწა” თვითონ როგორც ცოცხალი არსებაა წარმოდგენილი.
თანამედროვეობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის თეორიები.მართალია უახლოეს მომავალში ეს დედამიწას არ ემუქრება მაგრამ ადრე თუ გვიან ეს პრობლემა მწვავედ დადგება.კენეტ ბოულდინგმა წარმოადგინა ასეთი მეტაფორა ”დედა-მიწა კოსმოსური ხომალდი” ეს ავტორი დედამიწის რესურსების ამოწურვაზე საუბრობს.
ძალიან ბევრი ეკოლოგიზმის ქვე მიმდინარეობა არსებობს და არ დავიწყებ სათითაოდ მათ განხილვას,ეს იდეოლოგია ძალიან ბევრ სხვა იდეოლოგიასთანაა შერწყმული.ეკოლოგიზმი უფრო მეტად უტოპიურია ვიდრე რეალისტური მისი მოთხოვნათა მასშტაბებიდან გამომდინარე,რაც არ ეხმიანება თანამედროვე ცხოვრების წესსა თუ რითმს თუმცა ზოგადი გადმოსახედიდან,არის მასში ძალიან ბევრი კარგი და დადებითი.

ქუჯი

Read Full Post »